logo_geo
eng_logo
დადიანების მუზეუმის ეზოს ნაწილის გაყიდვაზე აუქციონი შეწყდა
- +

29 მაისი. 2018. 02:23

 

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოს ნაწილის გაყიდვაზე გამოცხადებული აუქციონი შეწყდა. ამის მიზეზი აღსრულების ეროვნულ ბიუროში პროკურატურის მიერ წარდგენილი მიმართვაა. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.

 

„აუქციონი ამ ეტაპზე შეწყდა და შემდგომ თუ გაგრძელდება სააღსრულებლო წარმოება, ამ შემთხვევაში თავიდან დაინიშნება აუქციონი", - აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

 

მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონი 18 მაისს გამოცხადდა. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარი იყო. მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია და იპოთეკით არის დატვირთული. აუქციონის აღწერილობაში მითითებული იყო, რომ მესაკუთრეს იპოთეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა იზრდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner