logo_geo
eng_logo
კუმურდოს ტაძარს რესტავრაცია უტარდება
- +

29 მაისი. 2018. 02:55

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარს რესტავრაცია უტარდება. მეორე თვეა სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, რესტავრაცია შეეხება ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადებს. ისინი ახალი, თლილი ქვებით იმოსება.

 

სააგენტოს ცნობით, 2018 წელს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესი, რომელიც შინაარსობრივად გუმბათისა და დასავლეთის ფერდის მინაშენის აღდგენასაც მოიცავს, მაქსიმალურად იქნება მისადაგებული კუმურდოს ტაძრის ავთენტურ ფორმასთან.

 

ტაძრის რეაბილიტაციის განვლილ ეტაპებზე არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფმა კუმურდოს ტაძრის ყველაზე კრიტიკულ უბნებზე აწარმოა გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner