საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილის ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
კადრებზე აღბეჭდილია ის ადგილები, სადაც დაპირისპირება მოხდა, ასევე ნაჩვენებია ნივთმტკიცებები, რომლებიც საქმეში დევს, მათ შორის დანა, რომლითაც მოზარდები მოკლეს.
პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სამედიცინო მაკრატელიც, თუმცა, ამ მაკრატლით ჭრილობები მიყენებული არ ყოფილა, არამედ ეს მაკრატელი მედპერსონალს დარჩა.