აშშ-ში შტორმ „ალბერტოს“ შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა. გარდაცვლილები ამერიკელი ტელეკომპანია WYFF-ის რეპორტიორები არიან, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სტიქიის გასაშუქებლად ჩავიდნენ.
ტელეწამყვანი მაიკ მაკორმიკი და ოპერატორი აარონ შმელცერი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილს ხე დაეცა.