კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება.
„ეს დღეც დადგა!!! დღეს გიოს ვარსკვლავი გაიხსნება. „არა მარტო გიო ხუციშვილი, მთელი ჩემი თაობა“! არანაირი ჯილდო, არანაირი ვარსკვლავი არაფერია, ყველაზე დიდი სიმდიდრე და ჯილდო ხალხის სიყვარულია, რასაც ჩვენი გიო გრძნობს უკვე წლებია. დანარჩენი ფილარმონიაში“, - წერს ოქიტაშვილი.