logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, მის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია!
- +

29 მაისი. 2018. 14:37

 

 

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ხელვაჩაურში მომხდარი ფაქტს გამოეხურა და განაცხადა, რომ რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი – პოლიციელთა მხრიდან მის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას, რასაც კანონი ითვალისწინებს.

 

„ადვოკატი თავად ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და გამოაქვეყნა წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა მოტივაცია შეიძლება, ამოძრავებდეს ადვოკატს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ არაეთიკური საქციელი. არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, რომელმაც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა.  ამ ნიმუშის აღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. რაც ყველაზე მთავრია, ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა - ზედმეტია. იგულისხმება სტანდარტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. სამწუხაროდ, საპროცესო მოქმედების მონაწილეები ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მოქმედებები იძულებით ჩატარდეს. ეს სწორედ ამ სახის შემთხვევა  იყო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner