ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ეს დღე მთელ საქართველოს მიულოცა და აღნიშნა, რომ „ქართული ჯარი ზუსტად ქართული სახელმწიფოს ხნისაა".
„დროშა, რომელიც აქ ფრიალებს, ჰიმნი, რომელსაც აქ მოვისმენთ, ვფიქრობ, რომ ქართული ჯარის დამსახურებაცაა. ამიტომ მინდა, ყველა მოქმედ და თადარიგში მყოფ სამხედროს მივულოცო ეს დღე", - განაცხადა ხიდაშელმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.