ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 35 სამიზნე ობიექტი დაბომბა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშის სამიზნე გახდა სამხედრო ცენტრები, იარაღის საწყობები, სამხედრო-საზღვაო ობიექტები და საიდუმლო გვირაბი, რომელიც ღაზას სექტორიდან ისრაელში, ეგვიპტის ტერიტორიის გავლით შედიოდა.
თელ-ავივში ამბობენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური ოპერაცია 2014 წლის ომის შემდეგ. ისრაელის დაბომბვების შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები კვლავ გაუშვეს.
დაბომბვის შედეგად, რაკეტების ნამსხვრევებით ისრაელის არმიის სამი ჯარისკაცი დაიჭრა.