logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: კარგი იქნებოდა, „რესპუბლიკელებს“ და „მრეწველებს“ ერთმანეთთან გაერკვიათ საკითხები
- +

23 თებერვალი. 2016. 15:54


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ანი მიროტაძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში, გიორგი კვირიკაშვილის ჩეხეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ გაიმართება. როგორც მიროტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე შესაძლოა, გოგი თოფაძის საკითხიც განიხილონ, რადგან რესპუბლიკურ პარტიას დეპუტატთან გარკვეული კითხვები აქვს.


„პოლიტსაბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში, პრემიერის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ გაიმართება. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ჯერ პარტია „ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან იქნება შეხვედრა და შემდეგ - კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კოალიციის პოლიტსაბჭო. იმის თქმაც გამიჭირდება გადაჭრით, რომ თოფაძის გარიცხვის საკითხი დადგება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მაღალი ინტერესის თემაა და პარტნიორ ორგანიზაციას „რესპუბლიკელებს" გარკვეული კითხვები და პრეტენზიები აქვთ, ალბათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ.

 

თუმცა, არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ფორმულირება თოფაძის გარიცხვის შესახებ, ვიდრე არ იქნება კონკრეტული პოზიციები გაცხადებული ორივე მხარის მიერ. კარგი იქნებოდა, რომ საჯაროდ პრეტენზიების წამოყენებამდე მხარეებს ერთმანეთთან გაერკვიათ საკითხები და დაესვათ კითხვები", - განაცხადა მიროტაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner