logo_geo
eng_logo
ბერტა ხაფავა: ბევრი რამე დავკარგე...
- +

4 მაისი. 2016. 11:04


 იურ­ისტების ოჯახში გაზრდილი ქალბატონისთვის ოჯახის წევრები სამედიცინო კარიერას გეგმავდნენ, თუმცა მან თავისი ცხოვრება სხვა­გვარად წარმართა და ამით კმაყოფილია.
თეატრსა თუ კინოში მსახიობ ბერტა ხაფავას რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული.


„პირველკურსელი ვიყავი, როდესაც­ მეოთხეკურსელების სპექტაკლში მიმიწვიეს­ პატარა როლზე. ჟანრი ლოლაშვილის მდივანს ვასახიერებდი და კალთაში უნდა ჩავჯდომოდი. ისე მერიდებოდა, ლამის მოვმკვდარიყავი, ვერაფრით დავჯექი, ვიღრიჯე და ვიღრიჯე, გივი სარჩიმელიძემ ვეღარ მოითმინა, დაკეცა დიდი პლედი, ჟანრის მუხლებზე დააფინა და მითხრა, ახლაც არ დაჯდებიო?! დავჯექი, თანდათან­ გავთამამდი და ის პლედიც სადღაც გააქრეს ამასობაში. 


 ერთ დღეს მითხრეს, დამტკიცებული ყოფილხარ ელდარ შენგელ­აიას ფილმში, შენ კი არაფერს ამბობო. სად? რა? ვინ გითხრათ?"- გაკვირვებული ვკითხულობდი. მართლაც, სულ მალე დამიძახეს სამანიშვილის დედინაცვლისთვის" მელანოს როლის სინჯებზე. დამამტკიცეს, თუმცა გადაღებების დაწყებამდე ნატვრის ხეში" ამიყვანა თენგიზ აბულაძემ. მარტში მიმდინარეობდა გადაღებები სიღნაღში, თქეშსა და წვიმაში. მას შემდეგ ბევრი როლით გამოვუტყდი სიყვარულში კინოს. 

როლი, რომლითაც საზოგადოებამ შემიყვარა და დიდი პოპულარობა მომიტანა, ვახვახაანთ ნათლული ანოა, ფილმში
სიყვარული ყველას უნდა". ამ ფილმის გადაღებაზე რომ მივედი, მომარგეს ხალათი, წინ ტაშტი დამიდგეს, სარეცხი ჩამიყარეს და ჩართეს მუსიკა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშე. ანიკოს როლისთვის საუკეთესო კასკადიორის პრიზი გეკუთვნისო, ახლაც ხშირად მეხუმრება ხოლმე გიორგი შენგელაია. დიდხანს ვეკიდე სხვენის მოაჯირზე - კიანას რომ ვემუდარები, კიბე მომიყუდეო. 8 დუბლი გადავიღეთ, ხელები სულ გადატყავებული მქონდა.



 საინტერესო იყო გოდერძი ჩოხელის სამოთხის გვირტებზე" მუშაობა.  თუ რამეს ვერ გავაკეთებდით ისე, როგორც გოდერძის უნდოდა, გაბრაზდებოდა და გვებუტებოდა. მერე ვიწყებდით მის შემორიგებაზე ფიქრს. მე სიჯანაანთ ქალის როლს ვასრულდები. ეს როლი განსაკუთრებულად მიყვარს. ვამაყობ, რომ გოდერძის 5 ფილმში ვარ გადაღებული", - ამბობს ბერტა ხაფავა.

გერმანიიდან ჩამოვიდა  რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი. რამდენიმე დღეში დაიწყება გადაღებები ფილმისა „ჩემი ბედნიერი ოჯახი". ქალბატონი ბერტა ამ ფილმში მერაბ ნინიძესთან ერთად ითამაშებს.


პირადი ცხოვრებისთვის ნაკლებად ვიცლიდი. არც მიცდია, არც მიბრძოლია... კიდეც მომწონდა, მოვწონდი, მიყვარდა, ვუყვარდი, მაგრამ არ დავოჯახებულვარ. დღეს ჩემი ოჯახი ჩემი დისშვილია.
ცხოვრებაში ბევრი რამე დავკარგე და ბევრი სისულელე ჩავიდინე. არც ქმარი მყავს, არც შვილი და არც პატრონი. ქალმა აუცილებლად უნდა შექმნას ოჯახი. ის ხომ პირველ რიგში დედობისთვის არის გაჩენილი", - ამბობს მსახიობი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner