logo_geo
eng_logo
Facebook-ზე აფხაზეთის დეფაქტო მინისტრის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
- +

29 მაისი. 2018. 21:34

 

 

სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რის შემდეგაც აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდარით ძალიან კმაყოფილია.

 

„დღეს სირიამ აფხაზეთი სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. გილოცავთ ყველას! გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის 25-წლისთავზე ამაზე უფრო ლამაზი საჩუქარი არ არსებობს“, - დაწერა დაურ კოვემ.

 

საპასუხოდ, Facebook-ის ქართველმა მომხმარებლებმა მას HAHA რეაქციით დასცინეს.

 

ამჟამად პოსტზე დაახლოებით 7 100 რეაქციაა დაფიქსირებული, მათგან 6 100 HAHA რეაქციაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner