logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი: ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეები 2016 წელს შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას
- +

4 მაისი. 2016. 11:07


ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის მსურველ ქვეყნებს თანაბარ პირობებში აყენებს. ჰანის თქმით, თურქეთი არავითარი უპირატესობით არ სარგებლობს. აღნიშნული განცხადება ევროკომისარმა „რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

 

„ჩვენ ყველას ერთნაირად ვეპყრობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან იმავე მეთოდოლოგიას ვიყენებთ, რასაც თურქეთთან", - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.


ამასთან, ევროკომისარი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას 2016 წელს შეძლებს.


„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეები უკვე 2016 წელს შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას. საჭიროა კიდევ პოლიტიკური ნება, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სტანდარტებთან დაკავშირებით, ამ ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს", - განაცხადა ევროკომისარმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner