logo_geo
eng_logo
კიევში ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს
- +

30 მაისი. 2018. 00:34

კიევში ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მოკლეს. ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მკვლელობა დნეპროვსკის რაიონში, ბაბჩენკოს საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტის მეუღლემ სროლის ხმა გაიგო, ცოტა ხანში დაჭრილი ბაბჩენკო ნახა და სწრაფი რეაგირების სამსახურს აცნობა. ჟურნალისტს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ზურგის არეში აქვს მიყენებული. ბაბჩენკო საავადმყოფოში გადაყვანის დროს, გზაში გარდაიცვალა. ახლა შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

 

როგორც BBC წერს, არკადი ბაბჩენკო „მასკოვსკი კამსამოლეცში“ სამხედრო ჟურნალისტად მუშაობდა. ასევე თანამშრომლობდა „ნოვაია გაზეტასთან“ და სხვა გამოცემებთან.

 

BBC-ის ცნობით, ჟურნალისტი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტებს აშუქებდა.

 

ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ არკადი ბაბჩენკო რუსეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. 2012 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს. მას დემონსტრაციაზე მასობრივი არეულობის მოწოდებაში ადანაშაულებდნენ.

 

BBC-ის ცნობითვე, 2017 წლის თებერვალში უსაფრთხოების მიზნით, პრაღაში გადასახლდა. ცოტა ხანში კი საცხოვრებლად კიევში გადავიდა, სადაც ტელეკომპანია ATR-ზე გადაცემა მიჰყავდა. ​ასევე აშუქებდა ჩეჩნეთის კონფლიქტსა და 2008 წლის აგვისტოს ომს.

 

„ქვეყნის ეროვნული პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მკვლელობა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება“, – წერს BBC.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner