logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: თუ კერძო გამსესხებლები ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მოექცევიან...
- +

30 მაისი. 2018. 00:49

„თუ კერძო გამსესხებლები ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მოექცევიან, ვთავაზობთ, აღნიშნული საქმიანობა გააგრძელონ, მაგრამ იმ სტანდარტითა და პროცედურებით, რაც დაწესებული იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პირველი არხის“ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„როცა ბინის დაგირავება მოხდება, ჩვენი რეგულაციებით, ის აუცილებლად, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით უნდა განხორციელდეს და არა ნაღდი ანგარიშსწორებით“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

მისი თქმით, მომხმარებელთა ინტერესების მასობრივად დარღვევას აქაც ჰქონდა ადგილი, რადგან მაგალითად, როცა ბინის დაგირავების სანაცვლოდ მსესხებელი მომხმარებელს 100 000 ლარს აძლევდა, რეალურად, ნაღდი ფულის სახით 80 000 ლარს აძლევდა, კონტრაქტში კი 100 000 ლარს უფიქსირებდა.

 

„ეს 20 000 ლარი ე.წ შავი საკომისიო იყო, რაც პრინციპულად მიუღებელია, რადგან მომხმარებელს უფრო ზედმეტი საკრედიტო ტვირთი აწვება, ვიდრე რეალურად მიიღო. ახალი ინიციატივების შედეგად, ჩვენ სწორედ ასეთი რისკების ალბათობას შევამცირებთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, თუ გაიცემა სესხი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ან კონტრაქტი არ არსებობს, ასეთ აქტივზე აღსრულება ვერ შედგება, შესაბამისად, მინიმალურია რისკი, რომ მომხმარებელმა შავ ბაზარზე გადაინაცვლოს.

 

ამ განცხადებით მამუკა ბახტაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საფუძვლიანია ექსპერტთა ნაწილის მოსაზრება, რომ თუ მომხმარებელი ბანკიდან ან სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან სესხის აღებას ვერ შეძლებს, ის შავ ბაზარზე ე.წ. მევახშეებთან გადაინაცვლებს.

 

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ახალი წესები წარადგინა, რომლებიც მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ. მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner