თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ დღეს მომღერალ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავი მომღერალთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც დაესწრნენ.
ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც ცნობილი სიმღერები თავად გიო ხუციშვილმაც შეასრულა. მან შვილთან და მეუღლესთან ერთადაც იმღერა.
გიო ხუციშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვარსკვლავი მხოლოდ მას კი არა, მთელ მის თაობას ეკუთვნის.
მომღერალმა მსმენელს მადლობა გადაუხადა.