„ყველა, ვინც ამაზრზენად პოზიორობთ და გულს იჩუყებთ, „მე მესმის შვილმკვდარი მამის, სადაც მოეჩვენა რომ სამართალს იპოვის, იმათ გვერდით დადგა“ - აი, ყველა ასეთი ღირსი ხართ მართლა ვანო და მიშა დაბრუნდნენ ამ ქვეყანაში და მართლა გააგრძელონ თქვენი შვილების ხოცვა!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვიცი, რომ მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ აი, მართლა გული ამირია თქვენმა ასეთმა პოზიორობამ! და ვინც ვერ ხედავთ კიდე განსხვავებას, როდესაც უმაღლესი რანგის პოლიციელები ტყეში კლავენ ადამიანს და იმას შორის, როდესაც ახალგაზრდების ქუჩურ გარჩევას ეწირება ადამიანის სიცოცხლე - ან დემაგოგები ხართ, ან ნაძირლები!
ხელისგულზე დევს ყველაფერი - გირგვლიანის დროს გამოძიების დაწყებას არც არავინ აპირებდა! რომ არა ბადრის ერთ-ერთი ორგანიზაციის გარე ფასადზე დამაგრებული სათვალთვალო კამერების მიერ იმის დაფიქსირება, როგორ ადიოდნენ ოქროყანაში შავი „ემელები“!
აქ კი გამოძიებაც დასრულებულია, სასამართლოც მიმდინარეობს! რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც კიდევ მონაწილეობდა მკვლელობაში და ის გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა, რატომ გამორიცხავთ რომ რელურად არ ჰქონდეს გამოძიებას ასეთი სამხილი? როგორ გგონიათ, ეს ერთი შემთხვევაა მარტო როდესაც ქუჩაში ჩხუბს ადამიანის მკვლელობა მოსდევს და მერე ვერ პოულობენ თანამონაწილეებს? ხალხო, თქვენ ისეთი ძლიერი მტკიცებულებების მოპოვება, რომ ყველა მკვლელი უტყუარად დაადგინო - იოლი გგონიათ? თუ რადგან კუპრავა ითხოვს, ამიტომ უნდა წამოავლონ ხელი ყველას, ვისაც ის ასახელებს და მკვლელობის მუხლით ციხეში ჩასვან? თუ ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ, ვისაც მოგვეჩვენება რომ ჩვენი ახლობლის მკვლელებს სათანადოდ არ სჯიან გამოვვარდეთ და მიტინგები ვატაროთ?
სადა ბანაობთ მართლა?
გირგვლიანის შემთხვევა იყო მართლა გამონაკლისი! ეს სულ სხვა რამე იყო! ბუტა რობაქიძის შემთხვევაც კი არ არის გირგვლიანის გვერდით დასაყენებელი მაგ მხრივ! იქ პოლიციელს შემთხვევით გაუვარდა ტყვია! გირგვლიანის ამბავში კი იგი მიზანმიმართულად საწამებლად აიყვანეს ტყეში პოლიციის მაღალმა ჩინოსნებმა! განსხვავებას თუ ვერ ხედავთ ან დებილი ხართ, ან დემაგოგი!
ასე რომ „გულაჩუყებულო“ პოზიორებო!
თქვენი შტერობების მოსმენა არ მინდა! დაახვიეთ!“ - წერს ბაკურ სვანიძე.