მექსიკის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებით, მექსიკა არ აპირებს აშშ-სთან საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. არა, მექსიკა არასდროს გადაიხდის კედლის მშენებლობის საფასურს. არც ახლა და არც მომავალში. პატივისცემით, თქვენი მექსიკა“, - წერს ენრიკე პენია ნიეტო „Twitter“-ის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებისე საპასუხოდ, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ მექსიკას კედლის აშენების საფასურის გადახდა მოუწევს.