logo_geo
eng_logo
ლინკოლნ მიტჩელი: კონგრესმენ რასელის განცხადება პროსააკაშვილისეული აქცენტების და პარანოიის ნაზავია!
- +

4 მაისი. 2016. 11:25


„სტივ რასელი არ არის ცნობილი ფიგურა ამერიკულ პოლიტიკაში და კონგრესის წევრთა უმრავლეობის მსგავსად, წელს მას არ გადაირჩევენ", - ამის შესახებ საკუთარ ბლოგში ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი, აშშ-საქართველოს ურთიერთობის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი წერს.


ლინკოლ მიტჩელი რასელის გამოსვლას „პროსააკაშვილისეული აქცენტების, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის არცოდნის და დაბნეულობის, ასევე პარანოიის ნაზავს" უწოდებს.


„მართალია, აშშ-ში კონგრესმენი რასელი არ არის ცნობილი, მაგრამ საქართველოში ბოლო დღეებში მისი ცნობადობა საკმაოდ გაიზარდა. გასულ კვირას რასელი შეიჭრა ქართულ პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც გახსნა საპარლამენტო არჩევნების მეორე ფრონტი. ამ ფრონტზე იბრძოლებენ არა ქართული პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიზანიცაა კავშირი ამომრჩევლებთან და ხმების მოპოვება, არამედ მათი წარმომადგენლები დასავლეთში, რომლებიც ეცდებიან ამ არჩევნების კონტექსტის აღწერასა და განმარტებას წამყვანი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, მედიისა და ექსპერტებისთვის", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.


ანალიტიკოსის მოსაზრებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში დაიჯერებენ რასელის მთავარი არგუმენტის, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა რუსეთის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება.


„ეს განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დასავლური ინტეგრაციის გზაზე მთავრობის მიერ მიღწეულ სტაბილურ, თუმცა ხშირად არცთუ ისე სწრაფად მიმდინარე პროგრესს. პროგრესს, რომელიც ეყრდნობა ამჟამინდელი მთავრობის წინამორბედი „ნაცმოძრაობის" საქმიანობას...

 

რასელის გამოსვლის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ის არის, რომ მის უკან ამა თუ იმ ფორმით დგას საქართველოს ყოფილი მთავრობის მხარდამჭერთა ლობირება. თუ მართლა ასეა, ის, რომ „ნაცმოძრაობამ" ყველასთვის უცნობ კონგრესმენზე უკეთესი ვერავინ იპოვა წინასაარჩევნო სამუშაოების ჩასატარებლად, ნათლად ასახავს ვაშინგტონის შეხედულებებს ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით", - წერს ლინკოლნ მიტჩელი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner