logo_geo
eng_logo
ბადრი ბიწაძე: ირაკლი ოქრუაშვილი დაღუპეს! სააკაშვილს ენა მიუტანეს, რომ...
- +

30 მაისი. 2018. 12:00

 

 

„სააკაშვილს წესად ჰქონდა – რაც გინდა, გულმხურვალე მხარდამჭერი, განათლებული და წესიერი ყოფილიყო, თუ მასზე კომპრომატი არ ჰქონდა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არ დანიშნავდა“, – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სააკაშვილი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა არაადეკვატური, რაც ბუშმა თბილისში „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა… კაციშვილს აღარ უსმენდა, თავისას მიერეკებოდა. მახსოვს, ერთხელ ვეკამათე და ვუთხარი – მე წავედი, თანამდებობას ვტოვებ-მეთქი! ცოტა ხანში დამირეკა, მომიბოდიშა და მთხოვა, არ წავსულიყავი. სააკაშვილმა უცხოელი ინსტრუქტორების თუ ვიღაცის რჩევით ისეთი სისტემა შექმნა, გადატრიალების მოწყობა შეუძლებელი იყო – მერაბიშვილს ახალაიების საშუალებით აკონტროლებდა, აქეთ კოდუა ცალკე ჰყავდა, კოდუას კიდევ სხვები აკონტროლებდნენ! ირაკლი ოქრუაშვილი დაღუპეს! რადგან სააკაშვილს ენა მიუტანეს, ოქრუაშვილს პრეზიდენტობა უნდაო! ეს რომ შეიტყო სააკაშვილმა, ფაქტობრივად შეურაცხადი გახდა და ირაკლი ოქრუაშვილი მოიძულა, აი, სულ ეს იყო სააკაშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირების მიზეზი“, - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner