კანადის ალბერტას პროვინციაში მდებარე ქალაქ ფორტ-მაკმიურეიდან ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქალაქის მოსახლეობას 80 ათასი ადამიანი შეადგენს. მოსახლეობამ ქალაქის დატოვება მას შემდეგ დაიწყო, რაც ხანძრის გამო რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქში დაიწვა რამდენიმე შენობა. ევაკუაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს, რადგან ქალაქის დატოვება მხოლოდ ერთი მაგისტრალით არის შესაძლებელი.
„BBC"-ის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ხანძარი სწრაფად გავრცელდა. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამსახურები. ინფორმაცია დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.