„ბატონო მიშა, თქვენ თქვით, რომ ადამიანებმა გირგვლიანის საქმით ვერაფერი ვერ ისწავლესო... მე მინდა გულწრფელად მიპასუხოთ, თქვენ ისწავლეთ გირგვლიანის საქმით? - გამოიტანეთ დასკვნები?“, - ამ კითხვით მიმართა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გადაცემაში „კვირის აქცენტები“, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:
„მთავარი, რაც ვისწავლე, არის ის, რომ არასოდეს არანაირი პოლიტიკური ლოგიკა არ უნდა დადგეს ადამიანურ ტრაგედიაზე მაღლა. ვისწავლე ის, რომ თავისუფალი სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მე თვითონ ძალიან დავიჩაგრე თავისუფალი სასამართლოს არქონის გამო და მე პირადად ვიწვნიე ჩემს თავზე, რას ნიშნავს, როცა არ გაქვს ინსტანცია, სადაც შეიძლება მიმართო და იპოვო სიმართლე იმ პირობებში, როცა იცი, რომ ცამდე მართალი ხარ. მე ვნახე, რას ნიშნავს შეტენილი საქმეები, ჩემს თავზე გამოვცადე“, – განაცხადა სააკაშვილმა.