logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება
- +

30 მაისი. 2018. 13:16

 

მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე ხდება უფრო სტაბილური და გამძლე შოკების მიმართ, ასევე იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება.

 

 

 

აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგის თემას 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლები წარმოადგენდა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner