საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 29 ჰა მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მისი რწმენით, „ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება".
„დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. „ნაციონალურ მოძრაობას" ფულის მეტი რა აქვს. რატომ არ მიიღო მონაწილეობა გუშინდელ აუქციონში, თუკი ასე იაფად იყიდებოდა?! თუ, უბრალოდ, ისინი მარტო 1 ლარად ყიდულობდნენ?!" - განაცხადა მეჭიაურმა.