logo_geo
eng_logo
შსს ხობში მომხდარი ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

30 მაისი. 2018. 15:41

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 30 მაისს ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული  გ. ფ., მისი მეზობელი - 1980 წელს დაბადებული დ. ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე. კ.  გ. ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ. ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ. ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.

 

აღსანიშნავია, რომ გ. ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან   2013 წელს დაითხოვეს) და ბოლოს  ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner