logo_geo
eng_logo
ონში 1500-მდე მცხოვრები სასმელ წყალს სტაბილურად მიიღებს
- +

30 მაისი. 2018. 15:57

 

ონში ჟიჟორეთის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაო სრულდება. დაახლოებით ერთ თვეში, ქალაქის მოსახლეობას სეზონურად წარმოქმნილი სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.  

 

ონში, ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების დიდ ნაწილს წყალმომარაგებით უზრუნველყოფს, მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. სეზონურად, წყალუხვობის პერიოდში, არსებული სათავე ნაგებობის დაზიანების საფრთხე მაღალი რისკის შემცველი იყო, რაც 1500-მდე ადგილობრივისთვის წყალმომარაგების შეფერხებას იწვევდა.

 

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, მდინარის ნაპირდაცვით სამუშაოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ივნისში დაასრულებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარით დაფინანსდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner