ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვაკის პარკში, პარკში, შუაგულ პარკში რომ ტერიტორიას მოითხოვ სახლის ასაშენებლად და ამისთვის ქვეყანას შეყრი, ყველა რესურსს გამოიყენებ, მერს შეაწუხებ, სასამართლოშიც წახვალ და მაინც დააპირებ აშენებას, ადამიანი არა ხარ და ამისთვის თანახმა ვარ, იყოს სასჯელი - მოქალაქეობა ჩამოართვან ასეთ „აღმშენებელს“ ან ქეჩოთი გამოათრიონ და გადააგდონ საქართველოს საზღვრიდან ან „ღორის“ წოდება მიარტყან... (სერიიდან, ვაი ჩვენს პატრონს).
P.S. და ვინმე მადლიანმა ტერიტორია რომ იყიდოს და დასასვენებელი პარკი მოაწყოს, რა, ნაკლები შემოსავალი ექნება, ვითომ? მაგრამ პარკს მოვლა სჭირდება და მეტი ენერგია და დიდ დროზეა გათვლილი, ამდენის მოსათმენად არ სცალიათ, ბევრი უნდათ და მალე!!!“ - წერს კვაჭანტირაძე.
შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელმა კომპანიებმა სასამართლო დავა მოიგეს. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წლის 28 მაისს მიიღო.