ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4719 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4717 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8716 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8536 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.018 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.