„ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან!" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას ბერლინერმა განაცხადა. ბერლინერმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არმიის დღე მიულოცა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ჩემთვის დიდი პატივია, მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 25-ე წლისთავი. როგორც იცით, საქართველოსა და აშშ-ს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა აქვს. ჩვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძოდნენ ერაყსა და ავღანეთში. ჩვენი ჯარისკაცები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ ქართველი ჯარისკაცები საუკეთესო თანამებრძოლები არიან. საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ამდენი ქალი და მამაკაცია უნიფორმაში. ჩვენ ვამაყობთ თანამშრომლობით თქვენს ქვეყანასთან", - განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა.