აშშ-ში, ქალაქ ნეშვილის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალში ძაღლმა საეჭვო ჩანთა აღმოაჩინა. ამ მომენტისთვის აეროპორტიდან ხალხის გაყვანა მიმდინარეობს.
ადგილზე მობილიზებულია გამნაღმველების ბრიგადა.