logo_geo
eng_logo
ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება შედგა
- +

30 მაისი. 2018. 18:07

 

ღაზას სექტორი ისრაელთან, ყველაზე მასშტაბური შეტაკების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა. მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლები შუამავლების მეშვეობით ისრაელის სამხედროებთან წუხელ დაზავდნენ. მათი თქმით, ისინი მზად არიან, ეს შეთანხმება მანამ დაიცვან, სანამ ამას ისრაელი გააკეთებს.

 

არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის ეგვიპტის დაზვერვის დახმარებით წარიმართა. ეს ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელმა გააფრთხილა კაირო, თუ შეთანხმება ვერ შედგებოდა, ქვეყანა მკაცრ საპასუხო ზომებს მიიღებდა.

 

15 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიის პარალელურად, ისრაელის სამხედრო შენაერთები საზღვართან გამართულ პალესტინელების აქციას დაუპირისპირდნენ და ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ბოლო მონაცემებით 100-მდე პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ეს შეტაკება ღაზას სექტორში 2014 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო.

 

ღაზის სექტორის საზღვარზე დაძაბულობა ამ წლის მარტიდან არსებობს, როდესაც სამშვიდობო პროტესტი მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. საპროტესტო ტალღა 14 მაისს კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნა. ეს გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო.

 

ამ პროტესტებისას 79 პალესტინელი დაიღუპა და დაშავდა 2 200 ადამიანი. მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილში „ჰამასმა“ აშშ დაადანაშაულა.

 

ეს ორგანიზაცია 1987 წელს დაფუძნდა. ის ტერორისტულ ორგანიზაციად მიაჩნია ისრაელს, კანადას, აშშ-ს და იაპონიას, ასევე იორდანიასა და ეგვიპტეს. 2007 წლიდან „ჰამასი“ ღაზას სექტორს აკონტროლებს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner