უკრაინის რადას ფრაქცია „სამოპომიჩის" ხელმძღვანელის მოადგილე ეგორ სობოლევმა განაცხადა, რომ ფრაქციამ „სამოპომიჩმა" პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარსადგენად მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე იმსჯელა.
„ფრაქციაში განვიხილეთ სამი კანდიდატურა პრეზიდენტისთვის, „სახალხო ფრონტისთვის", კოალიციის სხვა კოლეგებისთვის წარსადგენად. ამ კანდიდატებიდან ორი უცხოელია, მესამე კი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს მიღებული", - განაცხადა ეგორ სობოლევმა.
ფრაქცია „სამოპომიჩმა" მმართველი კოალიცია 18 თებერვალს იმის გამო დატოვა, რომ უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი არ გადააყენა.
უკრაინული მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მისი ამბიციები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე „პრემიერ-მინისტრის პოსტი".