logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი გვაქვს!
- +

4 მაისი. 2016. 12:36


„ლარის კურსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი გვაქვს", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულსა და შემოდგომაზე ლარის კურსის კიდევ უფრო გამყარდება.  

 

„მოლოდინი გვაქვს დადებითი, ამ წუთში ეროვნული ბანკი ძალიან ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ბაზარზე და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს, მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად კიდევ უფრო გამყარდება ლარი და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტურ, ასევე განწყობების ნაწილში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner