logo_geo
eng_logo
ბელგიაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- +

31 მაისი. 2018. 00:38

 

ბელგიის ქალაქ ლიეჟიში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

 

გუშინ ბელგიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში დანით შეიარაღებული ბენჯამინ ერმანი ქუჩაში პოლიციელებს თავს დაესხა და ხელში ჩაიგდო ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც კიდევ ერთი ადამიანი მოკლა.

 

საერთო ჯამში, თავდასხმას ორი სამართალდამცავი და ერთი ქალი შეეწირნენ. პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზე მოახდინა.

 

მოგვიანებით გაირკვა, რომ 36 წლის ბენჯამინ ერმანი ბელგიის მოქალაქე იყო. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება თავდასხმამდე ორი დღით ადრე, შეწყალების საფუძველზე დატოვა.

 

ერმანი ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით იხდიდა სასჯელს. თვითმხილველთა თქმით, ის არაბულ ენაზე სკანდირებდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner