logo_geo
eng_logo
ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო მეუღლეს: ოლეჩკა, ვწუხვარ, მაგრამ სხვა ვარიანტი არ იყო
- +

31 მაისი. 2018. 02:04

 

რუსმა ჟურნალისტმა არკადი ბაბჩენკომ საკუთარ მეუღლეს მკვლელობის ინსცენირებისთვის ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც პირდაპირ ეთერში ტელეარხი „112 უკრაინა“ გადასცემდა.

 

„ბოდიშს ვუხდი ჩემს მეუღლეს. ოლეჩკა, ვწუხვარ, მაგრამ სხვა ვარიანტი არ იყო. ოპერაცია ორი თვის განმავლობაში მზადდებოდა“, - განაცხადა ბაბჩენკომ ბრიფინგზე, რომელსაც უშიშროების სამსახურის უფროსი, ვასილ გრიცაკი ესწრებოდა.

 

ბაბჩენკომ ასევე განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა, პატიმრობაში იმყოფება.

 

უკრაინის SBU- ის ხელმძღვანელის ცნობით, ჟურნალისტ არკადი ბაბჩენკოს კიევში მკვლელობა ინსცენირება იყო და ის ცოცხალია.

 

„შემიძლია მწუხარება გამოვუცხადო არკადი ბაბჩენკოს ოჯახს, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. პირიქით, დღეს მე ვულოცავ არკადის თავის მესამე დაბადების დღეს და მას დარბაზში ვიწვევ“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა, სანამ ჟურნალისტი საზოგადოების წინაშე გამოჩნდებოდა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ჟურნალისტის გატაცება იგეგმებოდა, რის გამოც უწყებამ მისი მკვლელობის ინსცენირება განახორციელა.

 

29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო, რომელიც კიევში 2017 წლიდან ცხოვრობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გავრცელებული ცნობით, მისი ცხედარი მეუღლემ აღმოაჩინა.

 

41 წლის არკადი ბაბჩენკო „Московский комсомолец“-ის და Новая газет-ს სამხედრო კორესპონდენტია. მიჰყავდა გადაცემა „Забытый полк“. 2008 წელს ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. მას ეკუთვნის სიტყვები: „ვნახე, როგორ იწვოდა ქართული სოფლები… მე ჩვენებას მივცემ“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner