logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: მოსახლეობას შვილების ჩამორთმევის საფრთხე ემუქრება!
- +

4 მაისი. 2016. 12:37


საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროეტი: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (იუვენალური იუსტიცია).



კანონპროექტის ინიციატორია: საქართველოს მთავრობა.

კანონპროექტის ავტორები არიან: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.



კანონპროექტის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან, მაგრამ კანონში ძალადობის ერთ-ერთი სახეა უგულებელყოფა. უგულებელყოფა კანონში განიმარტება როგორც მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა.



აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდის „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე, რომელიც ამბობს, ამ კანონპროექტის მიღება საზღვარგარეთის მორიგი დაკვეთაა.



 

„ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად: თბილი ტანსაცმლის არქონა, არაკალორიული საკვებით კვება, ვირუსული ინფექციით დაავადება და სხვა... ამ კანონის მიღება არის მავნებლობა, სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას შვილების ჩამორთმევის სართხე ემუქრება. იუვენალური იუსტიცია - ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც იცავს მოზარდებს და კურირებს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულს.

 

 

 

ეს არის მორიგი დაკვეთა საზღვარგარეთიდან. კანონპროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის აღკვეთა. იუვენალური იუსტიცია განსაკუთრებით წარმატებით მუშაობს სკანდინავიის ქვეყნებში, უკრაინაში და რუსეთში. ამ ქვეყნებში მრავალი სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გაუბედურდა ბავშვების ჩამორთმევით.

 

 

 

ბავშვზე ძალადობა, არა მგონია, ვინმეს მოსწონდეს, მაგრამ ჯერ ერთი, ასეთი შემთხვევები ძალზედ მცირეა და მეორეც, ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლის 126-ე მუხლი (ძალადობა ოჯახში) არსებობს. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაიცავს ბავშვს ძალადობისგან, რომ ბავშვების ჩამორთმევის საფრთხის წინაშე არ დააყენებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას", - განაცხადა ტომარაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner