logo_geo
eng_logo
ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
- +

31 მაისი. 2018. 12:16

 

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ორივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძესთან მიმართებაში.

 

„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა გადაკვალიფიცირება მუხლის 19-109-ს მიმართულებით“,- განაცხადა ადვოკატმა.

 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

 

ამასთან, ჩაინიშნება სხდომა, სადაც მოზარდებს სასჯელის ვადა განესაზღვრებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner