logo_geo
eng_logo
კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
- +

31 მაისი. 2018. 12:59

 

 

კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

სარჩელი ქვეყნის შსს-ის წინააღმდეგ იყო მიმართული და იმ ბრძანებას ეხებოდა, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

 

„უარი ეთქვას მიხეილ სააკაშვილს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის მოთხოვნებს მითითებული აქტი ფორმალურად შეესაბამება“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეუწყდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner