კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სარჩელი ქვეყნის შსს-ის წინააღმდეგ იყო მიმართული და იმ ბრძანებას ეხებოდა, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოერთვა.
„უარი ეთქვას მიხეილ სააკაშვილს სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობის მოთხოვნებს მითითებული აქტი ფორმალურად შეესაბამება“, – აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეუწყდა.