„ჩვენი მომავალი თაობა, სულ მცირე, დატკბება იმ შედეგით, რასაც ეს პროექტი მოიტანს", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი თბილისის ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს.
„ბევრი რატომღაც შეჩვეულია, რომ სიკეთეს უნდა ებრძოლოს. ვისაც ბიძინა ივანიშვილზე მეტი სიკეთის გაკეთება შეუძლია, შეეჯიბროს. ძალიან სერიოზული ინვესტიციები არის ჩადებული ბოტანიკური ბაღის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში და ეს ასეც გაგრძელდება", - განაცხადა სესიაშვილმა.