logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ჩემთვის, როგორც უწყების ხელმძღვანელისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს
- +

31 მაისი. 2018. 14:43

 

 

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, მისთვის, როგორც უწყების ხელმძღვანელისთვის და როგორც პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

 

„რაც შეეხება იმ გეგმებს და ზომებს, რასაც ვგეგმავთ მომავალში. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში გამოძიების და სამართალწარმოების მიმართ არსებობს კითხვები. კითხვები აქვს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბატონ ზაზა სარალიძეს. ჩვენთვის ეს კითხვები ლეგიტიმურია და ჩემთვის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელისთვის და როგორც პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს კითხვები პასუხგაუცემელი არ დარჩეს და არავის დარჩეს შეგრძნება, რომ ამ საქმეში რაღაც არ გაკეთდა. ხაზი მინდა გავუსვა, ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ამ საქმის მიმართ საზოგადოების მხრიდან გაჟღერდა კითხვები და დაფიქსირდა უარყოფითი დამოკიდებულება, მე იმ დღიდან ვცდილობდი, შევხვედროდი ბატონ ზაზა სარალიძეს და მქონოდა მასთან საუბარი იმ ქმედებებზე, რაც პროკურატურამ გააკეთა. მინდოდა, გულწრფელად გვესაუბრა და იმედი მაქვს, ამის საშუალება მომეცემა. მე მინდოდა, შემეთავაზებინა მისთვის ის ქმედებები და ღონისძიებები, რის გაჟღერებასაც ვაპირებ. ამაზე საჯაროდ იმიტომ არ ვისაუბრეთ, რომ სასამართლო განხილვები ბოლომდე იყო გასული და გადაწყვეტილების გამოტანამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი“, - განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner