logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე ექსპერტიზა შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში ჩატარდება
- +

31 მაისი. 2018. 14:51

 

 

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის საქმეზე ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში.

 

„ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო - სამედიცინო საექსპერტო ბიუროსთან, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი სახელგანთქმული. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვის ნიშანი სწორედ საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში და აქვს ბატონ ზაზა სარალიძეს. ჩვენ საეჭვოდ არ ვხდით სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებულ არც ერთ ექსპერტიზას, თუმცა. სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხი და იმისთვის, რომ დაზარალებულ ზაზა სარალიძეს კითხვებზე გაეცეს პასუხები, ჩატარებულ ექსპერტიზებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდი შვეიცარიის ქალაქ ლოზანის ბიუროსთან, რომ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, ჩატარდება ასევე შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში. მათ გადაეგზავნებათ ყველა ნიმუში, მიეწოდებათ ყველა მტკიცებულება, ყველა მასალა, საზოგადოება ინფორმირებული იქნება მთელი ამ პროცესის შესახებ“, - განაცხადა შოთაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner