logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: მირზა სუბელიანი დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ჰყავდა დაცვის მხარეს, თუმცა არ დაკითხულა
- +

31 მაისი. 2018. 16:20

 

 

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაცვის მხარეს დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, თუმცა, მისი დაკითხვა საჭიროდ არ მიიჩნიეს.

 

კითხვაზე - დაიკითხება თუ არა მირზა სუბელიანი, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ აუცილებლად ყველა დაიკითხება.

 

„მირზა სუბელიანი დასაკითხ პირთა სიაში შეყვანილი ჰყავდა დაცვის მხარეს, თუმცა იმდენად არასაჭიროდ მიიჩნიეს მათ, მისი დაკითხვა არ მოახდინეს. რაც შეეხება პროკურატურას, საზოგადოებას ვპირდები, ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც წამოვა ზაზა სარალიძისგან, უცხოელი ექსპერტებისგან, ყველაფერი ჩატარდება“, – განაცხადა შოთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner