logo_geo
eng_logo
თანაინვესტირების ფონდი უკეთესი პროექტის წარმომდგენს საჩუქრად გადასცემს 39 ჰა მიწის ნაკვეთს
- +

4 მაისი. 2016. 13:13


3 მაისს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის მიერ გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნა ფონდის ხედვა და მიზნები 29 ჰა ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით.  სხვა საკითხებთან ერთად გაკეთდება შემდეგი შეთავაზება:



საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მზად არის, საჩუქრად გადასცეს საკუთრებაში გადმოცემის შემდეგ, საჯარო აუქციონის წესით მოპოვებული 29 ჰა მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე, თუ ამ შეთავაზებიდან ერთი თვის განმავლობაში სხვა იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი იქნება უკეთესი პროექტი, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონის პირობების სრული დაცვით, რაც გულისხმობს, რომ:



1)      ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში გამარჯვებულმა განახორციელოს არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ (აუქციონის შედეგად მოპოვებული მიწის ნაკვეთის 7%).


2)      სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.



3)      ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება (ახალი ხე-ნარგავების შერგვა), ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.



29 ჰექტარზე დამატებით, ფონდის მიერ გაჟღერებულ იდეაზე უკეთესი იდეის წარმომდგენ იურიდიულ პირს ასევე საჩუქრად გადაეცემა ზემოაღნიშნული ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 10 ჰა მიწის ნაკვეთიც.



შემოთავაზებით დაინტერესბეულმა იურიდიულმა პირებმა ფონდს უნდა წარუდგინონ სრულყოფილი წინადადება, შესაბამისი ფინანსური გათვლები და მათი უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner