ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქვაც ტირის შვილმოკლული და სამართალწართმეული მამის, ზაზა სარალიძის საცოდაობით! მის გვერდით ბადრია შუბლაძის მსგავსი ნაცდოქსოპულოები რომ არ პოზირებდნენ, მართლაც მთელი საქართველო დაუდგებოდა გვერდით! სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ.
თუ ნამდვილი მკვლელები არ დაისჯებიან, ხელისუფლებას დაემართება ის, რაც სააკაშვილის რეჟიმს დაემართა სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობის გამო! იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც შექმნილ ვითარებას ადეკვატურად აფასებენ და კეთილგონიერებას მოუხმობენ!“ - წერს ხუბუა.