ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ახლა ის ბავშვები, ვინც შემთხვევის ადგილზე არ იყვნენ, რომ გამოვიდნენ და უთხრან თავის თანატოლებს - მოიკვეთებით სამეგობროდან, თქვენს გვარ-სახელებს დავწერთ ფურცლებზე და პროკლამაციებივით ჩამოვარიგებთ სრულიად საქართველოში, რათა დაგიმახსოვრონ, როგორც სიმართლის დამფარავებიო, საინტერესოა, რას იზამენ მოწმეები, მოკლულების მეგობრები, რომელთაც, ჩემი აზრით, სამწუხაროდ, არც მეგობრობა სცოდნიათ და არც კაცებად გაიზრდებიან, ერთი „უბრალო“ მიზეზით - ამხელა ტვირთს მხოლოდ უსამართლო და უგულო ადამიანები უძლებენ. მე კი, მძულს უგულობა, უსამართლობა!“ - წერს მეფარიშვილი.