logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მან ააგორა ანტისახელმწიფოებრივი ტალღა ქვეყანაში!
- +

31 მაისი. 2018. 19:39

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მოსამართლე ეკა არეშიძის მისამართით, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს მოსამართლე არის „ნაციონალი“!

 

მან პირნათლად მოიხადა ვალი მიშას, ბოკერიას, მურუსიძის და სხვა თანაგუნდელების წინაშე!

 

მან ააგორა ანტისახელმწიფოებრივი ტალღა ქვეყანაში!

 

მან, თავისი გადაწყვეტილებით მისცა საბაბი „ნაციონალებს“, გაეყვანათ ხალხი ქუჩაში!

 

მეც იმ ხალხში ვარ!

 

არ მაინტერესებს, რაში იყენებს უნამუსო კუჭავა ამ უბედურებას... სამართალი უნდა აღსრულდეს!“ - წერს ხოფერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner