„ნაცების“ ოცნება და გეგმაა ქუჩაში არეულობის მოწყობა და არეულობის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც იყენებენ გაუბედურებულ მამას და ამ საშინელ ტრაგედიას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სწორედ ამიტომ არ მივედი იმ აქციაზე და ვერ დავუდექი გამწარებულ მამას, ვის გვერდზეც ჩვენი შვილების მკვლელები და ქვეყნის დამაქცევრები დგანან.
მე მთელი არსით ვუთანაგრძნობ დავით სარალიძეს და ზუსტად ვიცი რასაც განიცდის, ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გადატანილი.
რაც შეეხება შოთაძეს, ის არის კეთილშობილი ადამიანი და ძალიან დამწყდა გული, რომ თანამდებობა დატოვა. ეს ნაბიჯი არ უნდა გადაედგა. ეს „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
მინდა ვუთხრა ნაც.ჯალათებს, არ გამოგივათ პროვოკაცია და რევოლუციის აგორება, ისე როგორც არ გამოგივიდათ ნარკორეალიზატორების მიტინგების გზით. ხალხი ამის უფლებას არ მოგცემთ. იმედი მაქვს, რომ სამართალი აღდგება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს“, - წერს ია მეტრეველი.