„რისი მომსწრე არ გახდება ადამიანი ცხოვრებაში. დღეს ვხედავთ, როგორ უდგას გვერდით გაუბედურებულ მამას-ზაზა სარალიძეს მისი გამაუბედურებელი! „ნაციონალური მოძრაობა“! ის, ვინც მკვლელი სისტემა ჩამოაყალიბა დღეს მისი დანგრევის მოთხოვნით გამოდის!“ - წერს სოციალურ ქსელში კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„და ვინ ინარჩუნებს დღემდე ამ სისტემას? ვინ და სახელმწიფო სტრუქტურებში, მაღალ, საშუალო და დაბალ რგოლში ნიღაბაფარებული მიშას მონები!
კოჰაბიტაციით ხელშეუხებლობის გარანტიამიღებული ჯალათები მხოლოდ ქვეყნის დაქცევით არიან დაკავებული. ცდილობენ მოაწყონ არეულობა, შეაფერხონ ბიძინა ივანიშვილის დაწყებული პროგრესი და ამისათვის შვილმკვდარი მამის ტრაგედიის გამოყენებაზეც მიდიან!
კიდევ ერთხელ 100:0 მოგიწყოთ თქვენმა ყველაზე დიდმა ღვთის რისხვამ ბატონებო!
ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და პირველივე მცდელობაზე აგაფარათ ცხვირზე უახლესი პოლიტიკური სტანდარტი - შს მინისტრის ბოდიშით საუბარი ახალგაზრდებთან და დაურბეველი აქცია!
მეორე მცდელობაზე აგაფარათ მთავარი პროკურორის გადადგომა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ოდნავი ეჭვი გაუჩნდა საზოგადოების ნაწილს პროკურატურის მოქმედების ობიექტურობაში!
იგრძენით კოჰაბიტაციის დასასრულის დასაწყისი? სწორედ დღეს დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაციის დასრულება!
წავა ყველა ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან, ვინც ვერ მოახერხებს, რომ სათანადოდ მართოს თავისი სტრუქტურა, ვინც ვერ მოახერხებს ნიღაბი ჩამოხსნას ჯალათებს, კანონის ფარგლებში გაანეიტრალოს თავის სამსახურში მოკალათებული მიშას მონები და წაიყვანოს ქვეყანა პროგრესისაკენ!
დიახ, კოჰაბიტაცია უნდა დასრულდეს და ამას ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაასრულებს!
ყველაფერი ახლა იწყება!
გამოძიება დასრულდება და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან და ისინიც, ვინც გაბედა და ამ დრომდე ხელი დააფარა მათ! ბრავო ბატონო ბიძინა, ბრავო!“ - წერს დავით ოქიტაშვილი.