logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აპოლიტიკური ორგანოა!
- +

23 თებერვალი. 2016. 16:03


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აპოლიტიკური ორგანოა და ემსახურება ყველა ვეტერანს, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მრწამსისა.


„სწორედ ამიტომ ჩემთვის მიუღებელი და სამწუხაროა, როცა ზოგიერთი მერკანტილური ადამიანების ჯგუფი თავიანთი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცდილობენ, ტალახში ამოსვარონ ვეტერანის ღირსება და ამისთვის მიდიან გაუგონარ შანტაჟზე

 

მინდა, იცოდეს საზოგადოებამ, რომ კოსტა ყორღანოვს, რომელიც არის გია ბერძენაძის პარტიის წევრისამსახურის მხრიდან არასდროს მოჰკლებია ყურადღება, მას მრავალჯერ დაუფინანსდა მედიკამენტები და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება, ბოლოს სამსახურმა მას დაუფინანსა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებიც სწორედ იმ  დროს, როცა იგი, როგორც „ჰოსპიტლის გადარჩენის კომიტეტის"" წევრი, აპროტესტებდა სამსახურის მიერ ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს.

 

ამ კომიტეტის წევრები თავად მკურნალობენ კლინიკა „ლანცეტში"  და სხვებს მოუწოდებენ, არ მიიღონ სამედიცინო სერვისები აღნიშნულ კლინიკაში. ეს აშკარად თვალში ნაცრის შეყრაა, უნდა მოხდეს ამ ხალხის ლუსტრირება.

 

მოგეხსენებათ, გარკვეულ პროვოკატორთა ჯგუფის მიერ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს სამსახურის და სამსახურის ხელმძღვანელობის მისამართით. სამწუხაროა, რომ ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ვეტერანებიკატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემი თანდასწრებით, არანაირი 15-კაციანი ჯგუფის მიერ ყორღანოვის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მითუმეტეს, საპატრულო ეკიპაჟის თანდასწრებით. ეს არის ცილისწამება და ამის გამო მე იძულებული ვარ, მივმართო სასამართლოს.

 

ჩემთვის გასაგებია მათი ისტერია, ვინაიდან ამ ყველაფრის უკან კეზერაშვილის ხელის ბიჭი, ვახტანგ მაჭავარიანი და გია ბერძენაძის პოლიტიკური ორგანიზაცია დგას.

 

საზოგადოებისთვის მიმინდია ამ  ადამიანების საქციელის შეფასება. ჩემთვის მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ვეტერანების სახელს ამოფარებულნი ცდილობენ,  ზიანი და შეურაცხყოფა მიაყენონ ვეტერანთა საზოგადოებას, თითქოს ვეტერანები ვერ არჩევდნენ ერთმანეთისგან სიმართლესა და საქმის კეთებას, სიცრუისა და პირადი გამორჩენისგან.

 

მინდა, მივმართო თითოეულ ვეტერანს, რომ სამსახურს დაწყებული აქვს ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი  ვეტერანების ღირსებისა და პატივის ასამაღლებლად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გასაუმჯობესებლად, ვეტერანების დასასაქმებლად. როგორც კი სამსახური ვეტერანების ინტერესებზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას იწყებს , მაშინვე გააფთრებულად იბრძვის ეს ჯგუფი, რათა ხელი შეგვიშალონ საქმის კეთებაში. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი იმართებიან ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ, რომლების მოკალათებულნი არიან უკრაინაში.

 

მინდა, მივმართო ვახტანგ მაჭავარიანს, გია ბერძენაძეს და სხვებს, რომლებიც ვეტერანების სახელს ამოფარებულან, რომ არასდროს გამოიყენონ ვეტერანების სახელი და არ მოახდინონ ვეტერანების დისკრედიტაცია პირადი პოლიტიკური ინტერესებისა და მერკანტილური მიზნებისათვის. შეიძლება, ეს უცხო სიტყვაა მათთვის, მაგრამ იცოდნენ, ეს სირცხვილია!

 

ასევე მინდა იცოდნენ, რომ ისინი თავიანთი უზნეო ქმედებებით ვერასდროს შეგვიშლიან ხელს, ვიზრუნოთ ვეტერანების უკეთეს ხვალინდელ დღეზე.

 

დასასაბუთებლად წარმოგიდგენთ ყორღანოვის მიმართ სამსახურის მიერ და სამსახურის შუამდგომლობით გაწეული დახმარებების დოკუმენტებს. ვეტერანთა საზოგადოებისათვის მიმინდვია, ამის შემდეგ, თვითონ დაარქვან სახელი ამ ადამიანების საქციელს.

 

ვეტერანებო, ამ ადამიანების გვერდით დგომა ვეტერანების ღირსების დამაზიანებელია. ვინც ასეთ უღირს საქციელს კადრულობს, თანადგომას კი არა, გამიჯვნას იმსახურებს", - წერს შიხიაშვილი და იმ საგარანტიო წერილების ასლებს ავრცელებს, რომელშიც ჩანს სამსახურის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner