logo_geo
eng_logo
გია ჯაჯანიძე: ნეტავ, ვისთვის შენდება ეს დალოცვილი ქვეყანა?!
- +

4 მაისი. 2016. 13:22


გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


„არაფერი არ მაოცებს, საკუთარი თავის გარდა. ჩემი განწყობა, ფიქრები და ემოციები ისეთი არაადეკვატურია დღევანდელობასთან მიმართებაში, პირდაპირ გაოცებას იწვევს ჩემში.

 

ეს დღეები ვფიქრობდი, ნუთუ არაფერი დაუშავებიათ ადამიანებს, რომ მძულდეს ვინმე და სამაგიეროს გადახდა მომინდეს, ვერავინ ვერ მოვძებნე. ვეღარცბრაზდები და ვხვდები, პროტესტსაც აზრი არ აქვს. მშვიდი, სევდიანი, ნეტარი, თბილი, აუღელვებელი განწყობა მაქვს. ცოდვა გამხელილი ჯობს და იმ გაბოროტებული და აგრესიული ადამიანებისაც მესმის. (მთელი ფილოსოფიაა) როგორ ზეიმობდნენ აღდგომას და თან აგრესიულად აკრიტიკებდნენ ერთმანეთს. უსამართლონი სამართლიანობას მოითხოვენ და უსამართლონი უსამართლოებს სამართლიანობისკენ მოუწოდებენ. უნდა ავაშენოთ ცივილიზებული ქვეყანაო, ვის რაღად უნდა ქვეყანა, თუ ხალხი ფსიქიკაშერყეული იქნება?! ნეტავ, ვისთვის შენდება ეს დალოცვილი ქვეყანა. ამდენი ჭკუის დამრიგებელი ადამიანი მსოფლიოში არ მოიძებნება, რამდენიც საქართველოშია. რაც უფრო დიდი უიმედობაა, მე იმედიანი ვხდები, რაც უფრო ჩქარობენ, მე ლოდინს ვსწავლობ, რაც უფრო დიდი აგრესიაა, მით უფრო მშვიდი ვხდები. არ მაქვს მარტოობის შეგრძნება, სავსე ვარ ემოციებით და მთელი არსებით მიყვარს სიცოცხლე თავისი მრავალფეროვნებით. სულაც არ ვთვლი, რომ ჭკვიანი ვარ, ალბათ, ამიტომ ვარ ბედნიერი. ნეტა ეს ვიღასთვის დავწერე, ამისთანები დაწერილა, რომ აზრი არქონია. რას დავეძებ".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner